„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები 19:00 საათზე ვაკის პარკში შეკრებას გეგმავენ

  • pia.ge
  • 7 ივლისი 17:46

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ხვალ დილის 10:00 საათიდან აპირებენ შეკრებას. 

აღნიშნულის შესახებ გურამ ფალავანდიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 


"8 ივლისს, დილის 10 საათიდან ვერის პარკში ვიკრიბებით დაანონსებული ლგბტ პრაიდის ჩასაშლელად.


რადგან საათი და ადგილი არ არის ცნობილი, ვფიქრობთ, ვერის პარკი ოპტიმალური ადგილია შესაკრებად,


ვერის პარკიდან ქალაქის ყველა ძირითადი ლოკაცია 2 ნაბიჯშია",-აღნიშნავს ფალავანდიშვილი. 


ცნობისთვის, ხვალ "თბილისი პრაიდმა" ღირსების მარში დააანონსა. 


უცნობია სად და რომელ საათზე გაიმართება ღირსების მარში. 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge