რატომ დატოვა დედამ ჩვილი მანქანაში წერილთან ერთად?

  • funtime.ge
  • 7 ივლისი 17:05

ახალ ზელანდიაში ახალგაზრდა დედამ, თავის ჩვილთან ერთად, მაღაზიაში წასვლა გადაწყვიტა. როდესაც ადგილზე მივიდა, პატარას ეძინა.

დედა შვილის გაღვიძებას მოერიდა, ამიტომ ჩვილი პარკინგზე გაჩერებულ მანქანაში დატოვა და თვითონ საყიდლებზე გადავიდა. ვარდისფერ საბანზე კი, რომელიც ბავშვს ჰქონდა გადაფარებული, ასეთი წერილი დატოვა: „ჩემი დედიკო მაღაზიაშია შესული. თუ მე რამე დამჭირდება, დედას ამ ნომერზე დაურეკეთ“. ტელეფონის ნომერიც იქვე იყო მითითებული.

ჩვილმა ერთი წყვილის ყურადღება მიიპყრო, რომლებმაც იქვე გააჩერეს მანქანა.
ეს ამბავი დილის 9:00 საათზე მოხდა, შაბათი დღე იყო. თბილი ამინდი იდგა. წყვილი ღელავდა, რომ ჩახუთულ მანქანაში პატარა ცუდად გახდებოდა. მათ დედას დაურეკეს და მოსთხოვეს, სასწრაფოდ დაბრუნებულიყო. მის მოსვლამდე კი იქიდან ფეხი არ მოუცვლიათ.

სწორედ ამ წყვილმა გადაიღო ეს ფოტო, რომელიც სოცქსელში იმწამსვე აიტაცეს. ბევრი ადამიანი გამოთქვამდა უკმაყოფილებას, ითხოვდა დედის პასუხისმგებლობის დაყენებას.


ახალი ზელანდიის კანონმდებლობით, ბავშვის მშობელი ან აპეკუნი, 14 წლამდე ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვებისთვის ისჯება ჯარიმით 2000 დოლარამდე, მაგრამ, რადგანაც ამ ფოტოზე ვერც ბავშვის ამოცნობა შეიძლება და არც მშობლის სახელი და გვარი იყო მითითებული, პოლიციამ საქმის აღძვრა ვერ შეძლო.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში პედიატრებიც გამოეხმაურნენ. ისინი შეშფოთებულები იყვნენ იმ მოსალოდნელი საფრთხით, რაც ჩახუთულ მანქანაში პატარას ემუქრებოდა. „ასეთ დროს ჩვილის ორგანიზმს დეჰიდრატირების (გაუწყლოების) საფრთხე რეალურად ემუქრება. თანაც ჩვილი ვერ დაიცავს თავს და საჭიროების შემთხვევაში, ვერ ითხოვს დახმარებას“, - წერდნენ მედიკები.

თქვენ რას ფიქრობთ ამ შემთხვევაზე? შეიძლება თუ არა მარტო დატოვებულ ჩვილს საფრთხე დაემუქროს?

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge