ვარსკვლავები, რომლებიც მეორე სახელს მალავენ (ფოტოები)

  • funtime.ge
  • 7 ივლისი 16:23

რიჩარდ ტიფანი გირი


რიჩარდ გირს არასოდეს უთხოვია, მისთვის სრული სახელითა და გვარით მიემართათ. ეტყობა, დედისგან მიღებული გვარი ტიფანი მის იმიჯს არ უხდება. და ცოტა ქალურადაც ჟღერს... ალბათ, ამიტომაც არ მისცა მან თავის ერთადერთ ვაჟს ეს გვარი. სამაგიეროდ, ერთდროულად სამი სახელი დაარქვა - ჰომერ ჯეიმს ჯიგმე გირი.


ჯულია ფიონა რობერტსი



ჯულია რობერტსმა უკვე დიდი ხნის წინათ აქცია საკუთარი სახელი ბრენდად, ამიტომაც ყველაზე თავგადაკლულმა ფანებმაც კი არ იციან, რომ მას მეორე სახელიც ჰქვია - ფეონა. ისე, თუ გახსოვთ, შრეკის შეყვარებულს ჰქვია ასე. ჯულიას დისშვილს, რომელიც სახელოვანი დეიდის კვალს გაჰყვა და მასაც იღებენ კინოში, მეტად გაუმართლა: მისი სახელი უფრო ლამაზად და სტილურად ჟღერს - ემა როუზ რობერტსი.


ჯორჯ ტიმოთი კლუნი



წარმოიდგინეთ, ჰოლივუდის სექსსიმბოლოს კარიერის დასაწყისში თავისი მეორე სახელი რომ აერჩია და საზოგადოების წინაშე ტიმოთი კლუნად წარმდგარიყო. საბედნიეროდ, მას ეს არ გაუკეთებია. თავის შვილებს ჯორჯმა ძალიან ჩვეულებრივი სახელები შეურჩია - ელა და ალექსანდრე.


ლეონარდი ვილჰელმ დიკაპრიო



თავის პირველ სახელს დიკაპრიო ლეონარდო და ვინჩის უნდა უმადლოდეს. ერთ-ერთ ინტერვიუში ლეონარდო გამოტყდა, რომ დედამისმა ეს სახელი სახელგანთქმული მაესტროს პატივსაცემად დაარქვა. აი, მეორე სახელი კი, რომლის შესახებაც ცოტამ თუ იცის, მსახიობს დედის მხრიდან - გერმანელი ბაბუის ვილჰელმ ინდენბურკენისგან ერგო. რაც შეეხება ბებიას, ის წარმოშობით რუსი გახლდათ - ელენა სტეპანოვნა სმირნოვა. იგი საბჭოეთიდან აშშ-ში ქმრის გვარით იყო ემიგრირებული.


ჯენიფერ შრეიდერ ლოურენსი



ჯენიფერი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახელია ჰოლივუდში - ჯენიფერ ენისტონი, ჯენიფერ ლოპესი, ჯენიფერ გარნერი და კიდევ ბევრი სხვა. თავის სტანდარტულ სახელთან და გვართან ერთად ჯენიფერს მეორე სახელიც აქვს - შრეიდერი, თუმცა ამას არასოდეს ამხელს. საინტერესოა, რატომ? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მას ზედმეტი ყურადღების მიქცევა არ სურს... ან, უბრალოდ, ჯენი მეტად მოსწონს.


 


 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge