ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოზე დამარცხდა

  • რეზონანსი
  • 7 ივლისი 13:58

ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოზე პირველო დღეს დამარცხდა. 

ენდოსთან ტოჩინოშინს ბალანსი 4:5-ზე ჰქონდა, სამწუხაროდ ლევანმა ბალანსის გათანაბრება ვერ მოახერხა და ენდოსთან შეხვედრა უვატიდაშინაგეს ილეთით დათმო.


ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირა შოდაი იქნება, რომელთანაც ლევანს უარყოფითი ბალანსი - 6:7-ზე აქვს.


ჯურიო დივიზიონში საკუთარი შეხვედრა დათმო დასავლეთის მეორე ნომერმა გაგამარუმ, რომელსაც იშიურამ ჰენკათი სძლია. თეიმურაზ ჯუღელის ხვალინდელი მეტოქე აზუმარიუ იქნება, რომელთანაც ქართველს თანაბარი ბალანსი - 2:2-ზე აქვს.

წყარო: რეზონანსი