ეს უნდა იცოდეთ, თუ გსურთ, მათთან ურთიერთობა - ზოდიაქოს ყველაზე ფიცხი ნიშნები

  • funtime.ge
  • 7 ივლისი 12:06

1. ვერძი
ერთადერთი, რაც ვერძებზე უნდა გვახსოვდეს, ესაა მათი ამბიციურობა და შრომისმოყვარეობა.

მათ უყვართ მიუწვდომელსა და უნიკალურზე ოცნება. ისინი მუდმივად ბევრს მუშაობენ, მუდმივად ყურადღებას აქცევენ საკუთარ გრაფიკს, აწყობენ შეხვედრებს და ამიტომაც მათ ტახტზე მოსვენებულს ვერ ნახავთ. მთელი ეს ტემპი მათ ძალიან აღიზიანებთ. ამიტომაც, როცა ხასიათზე არ არიან, ჯობია, მათ თავისუფალი სივრცე მიუჩინოთ.


2. კირჩხიბი
კირჩხიბი ზოდიაქოს ძალიან მყიფე და ემოციური ნიშანია. სულ მცირედმა უარყოფითმა კომენტარმაც კი შეიძლება შიგნეული ჩაუწვათ. მათ ხომ ისედაც დიდი ძალა ეხარჯებათ გარემომცველ ადამიანებთან მუშაობისას. ასე რომ, ურთიერთობებისთვის ენერგია აღარ ჰყოფნით. ამიტომაც წონასწორობიდან მათ გამოყვანას ბევრი მიზეზი არ სჭირდება. ამისთვის საკმარისია მათი ერთობლივ სადილზე დაპატიჟება დაგავიწყდეთ.


3. ლომი
ლომი ზოდიაქოს ამაყი ნიშანია. მაგრამ ისინი იმავდროულად მგრძნობიარენიც არიან. თუკი მათ ღირსებას შეეხებიან, უჩვეულო ისტერიკის მოწყობა შეუძლიათ. სიამაყის გრძნობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ გრძნობის დასაცავად ისინი არავის შეეპუებიან.


4. მორიელი
მორიელებს ერთი ტენდენცია აქვთ - წყენას იმახსოვრებენ. ეს ყველაზე კეთილგანწყობილი ზოდიაქოს ნიშანი არაფრით არაა. მათ წყენის პატიება არ შეუძლიათ. ისინი ყველაფერს თავის ჭკუაზე აკეთებენ, რაც თქვენს გეგმებთან შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს. ძალაუფლების მოყვარულნი არიან და ყველაფრის გაკონტროლება უყვართ. მათი მრისხანება ძალიან ძლიერია. მათ სისასტიკისკენ აქვთ მიდრეკილება. ამიტომაც მორიელის გვერდით ზოგჯერ გაჩუმება სჯობს.
 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge