გაიგეთ, რამდენ ხანს გასტანს თქვენი ქორწინება

  • funtime.ge
  • 6 ივლისი 18:49

აინტერესებთ, რამდენ ხანს გასტანს თქვენი ქორწინება? მაშინ აირჩიეთ ერთ-ერთი წყვილი ფოტოდან და წაიკითხეთ შედეგი...

წყვილი #1 - თქვენი ქორწინება 60 წელი გაგრძელდება


სიყვარული მშვენიერი რამაა, განა ასე არაა? თქვენ ჭეშმარიტ, ლამაზ და იშვიათ სიყვარულს მოიმკით! თქვენი და თქვენი მეუღლის სიყვარული იმდენად წრფელი იქნება, რომ დროის გამოცდას გაუძლებს. თქვენ და თქვენი მეორე ნახევარი (ანდა მომავალი მეორე ნახევარი) ერთად მთელ 60 წელს გაატარებთ! ეს ძალიან რომანტიკული წლები იქნება!


წყვილი #2 - თქვენი ქორწინება 72 წელს გასტანს
თქვენ არაჩვეულებრივი ქორწინება გექნებათ. თქვენ და თქვენი მეუღლე საბოლოოდ გაცილებით პასუხისმგებელ და მზრუნველ ადამიანებად იქცევით. თქვენ ერთმანეთის ბედნიერებასა და წუხილს ყოველთვის გაიზიარებთ. თქვენი ქორწინება მაგალითი იქნება თქვენი შვილებისთვის.



წყვილი #3 - თქვენი ქორწინება 65 წელს გასტანს
თქვენს ქორწინებას თავისი აღმასვლა და ვარდნები ექნება. თქვენ ცხოვრებისეულ სიძნელეებს შეხვდებით. ზოგმა შეიძლება ფარ-ხმალი დაყაროს, ზოგი კი ურთიერთობას ნგრევისგან გადაარჩენს. ყოველი თქვენგანი უფრო ბრძენი და ხისტი გახდება. უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენს მომავალ ქმედებებზე ცოლის, ქმრის ანდა მშობლის როლში.



წყვილი #4 - თქვენი ქორწინება 55 წელს გასტანს
ქორწინება თქვენთვის რაღაც წმინდაა. თქვენი ქორწინება 55 წელს იმიტომ გასტანს, რომ თქვენი კავშირი არაა ისეთი ძლიერი როგორიც უნდა იყოს. თქვენ შეგხვდებათ წინააღმდეგობები და პრობლემები, რომლებიც თამამად უნდა გადალახოთ. უბრალოდ, გახსოვდეთ, რომ იმისთვის რაც გსურთ, ბოლომდე ბრძოლაა საჭირო.
 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge