რაში ხარჯავს ფულს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი?!

  • funtime.ge
  • 6 ივლისი 13:19

Forbes-ის მონაცემებით, ფეხბურთელი წელიწადში, უბრალოდ, უთვალავ ფულს შოულობს: მოდი, ვნახოთ რონალდუ და მისი ფული...

სარეკლამო პროექტები


ყოველწლიურად რონალდუ რეკლამებში დაახლოებით 32 მილიონ დოლარს იღებს. ის Tag Heuer და Nike-ის სახეა. ბევრი მის ადგილზე ამით დაკმაყოფილდებოდა, მაგრამ ფეხბურთელი სხვა კომპანიებთანაც თანამშრომლობს - Herbalife, Castrol, Samsung და KFC-თან.


მადრიდი, წინ


2016 წელს რონალდუმ Real Madrid-თან კონტრაქტი გააგრძელა. ახალი პირობებით ის კიდევ, სულ ცოტა, 5 წლის მანძილზე წელიწადში 24 მილიონ დოლარს მიიღებს. გადავა თუ არა ის სხვა გუნდში? ნუთუ, გამოჩნდება ისეთი კლუბი, რომელიც Real Madrid-ს მილიარდ დოლარს გადაუხდის.


ავტომობილები


რაზე ხარჯავს რონალდუ ამხელა თანხებს? პირველ რიგში ავტომობილებში. მისი მთავარი ჰობი - რარიტეტული და ძალიან ძვირფასი ავტომობილების შეგროვებაა. Bentley, Porsche, Mercedes - რონალდუს პარკში თითქმის ყველაფერია. ყველაზე უფრო ფეხბურთელს Lamborghini Aventador-ის საჭესთან ჯდომა უყვარს.


ხალხს ჩემი შურს იმიტომ, რომ მე მდიდარი, ლამაზი და დიდი ფეხბურთელი ვარ - კრიშტიანუ რონალდუ


ვილა



რონალდუ არც სახლებზე აკეთებს ეკონომიას. მადრიდის პრესტიჟულ რაიონში სპეცპროექტით აგებული მისი ვილა 7 მილიონ დოლარზე მეტი ღირს. რამდენიმე აუზი, დაცვა. პარკირების ორი ადგილი, ვერტმფრენის მოედანი - მოკლედ, არაფერია ზედმეტი.


პრეზიდენტის მეზობლად



ნიუ-იორკში ღამის გასათევი საძებნელი რომ არ ჰქონდეს, რონალდუმ Trump Tower-ში ბინა შეიძინა. სულ რაღაც, 19 მილიონ დოლარად ღირებული ბინა ამერიკის პრეზიდენტის მეზობლად სულაც არაა ძვირი.


საკუთარი სასტუმრო


რამდენიმე წლის წინათ რონალდუმ საფეხბურთო თემატიკით გაფორმებული სასტუმრო გახსნა. 48-ოთახიანი Pestana CR7 ფეხბურთელის ნაალაფარი ჯილდოებით არის სავსე. აქ ყველაფერია - მაისურებიდან დაწყებული და თასებით დასრულებული. გასაოცარია, მაგრამ სასტუმროში ღამის გათევა, სულ რაღაც, 200 ევრო ღირს, რაც ძალიან იაფი ჩანს.
 


 


 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge