ეს სამი ბრაზილიური სერიალი, 90-იან წლებს გაგახსენებთ (ფოტოები)

  • funtime.ge
  • 6 ივლისი 13:10

ამ მძიმე წლებში ბრაზილიური სერიალის მორიგი სერია ერთი საათით მართლაც ყველას ავიწყებდა დუხჭირ ცხოვრებას...

სიყვარულის სახელით, 1997 წელი
რეჟისორი: რიკარდო ვედინგტონი
როლებში: რეჯინა დუარტე, ანტონიო ფაგუნდესი, ფაბიო ასუნსონი, ვივიან პაზმანტერი, გაბრიელა დუარტე, სუზანა ვიეირა



სიუჟეტი: სერიალის მთავარი გმირი ელენა, რომელსაც ზრდასრული ქალიშვილი ჰყავს, საინტერესო მამაკაცს გაიცნობს და შეუყვარდება. ელენა მალევე გაიგებს, რომ ბავშვს ელოდება. სწორედ ამ დროს დაფეხმძიმდება მისი ქალიშვილიც. თითქოს ბედნიერებას დასასრული არ უნდა უჩანდეს. დედა-შვილი ერთდროულად იმშობიარებს, მაგრამ ელენას ბედი სასტიკ გამოცდას უმზადებს. ედუარდას პატარა დაბადებისთანაცე დაიღუპება. იქვე მყოფი ელენა მსხვერპლად გაიღებს საკუთარ ბედნიერებას და ბავშვებს გაცვლის - თავის შვილს ედუარდას აძლევს. ელენასა მის მეუღლეს შორის გაუცხოება იწყება და ისინი შორდებიან. ახლა ელენას ცხოვრებაში მხოლოდ ქალიშვილი და „შვილიშვილი“ არიან. თუმცა, როგორც იტყვიან, არაფერია დამალული, რომელიც არა გაცხადდეს.


ბაბილონის კოშკი, 1998 წელი
რეჟისორი: კარლოს არაუჯო, დენის სარასენი
როლებში: ოსკარ მაგნინი, ერიკ სვინი, გლორიას მენეზესი, ტონი რამოსი, ადრიანა ესტევესი, კლაუდია რაია



სიუჟეტი: ისტორია 20 წლის წინანდელი ამბით იწყება, როცა ჟოზე კლემენტინუ დე სილვამ ცოლს საყვარელთან შეუსწრო და მოკლა. 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოსული კლემენტინუ შურისძიებას გეგმავს. მან სამაგიერო უნდა გადაუხადოს ყოფილ შეფსა და მოწმეს, რომლის ჩვენების საფუძველზეც გაასამართლეს, სავაჭრო ცენტრის მფლობელს სეზარ ტოლედოს. კლემენტინუს ჯოჯოხეთური გეგმა მოქმედებაში მოჰყავს - სავაჭრო ცენტრი ფეთქდება და ათეულობით ადამიანი იღუპება. თუმცა სერიალის მთავარი ინტრიგა თავად ტერორისტის პიროვნებაა - აღმოჩნდება, რომ კლემენტინუს გეგმა ვიღაც სხვამ მოიპარა და განახორციელა.


ტროპიკანკა, 1994 წელი
რეჟისორი: კარლოს არაუჯო
როლებში: გაბრიელა ალვესი, ლუსია ალვესი, სილვია პფაიფერი, ანა როზა, ერსონ კაპირი



სიუჟეტი: 17 წლის ლამაზ და მდიდარ ლეტიციას ღარიბი მეთევზე შეუყვარდება, რომელიც მასზე 7 წლით უფროსია. გოგონა ყველაფერს ტოვებს და რამიროსთან ერთად პატარა ქოხში ატარებს თაფლობის თვეს. მაგრამ რამირო მეთევზეა და ზღვაში უნდა გავიდეს - ის ჯდება ნავში და საყვარელ ქალს ჰპირდება, რომ ერთ თვეში დაბრუნდება და დაქორწინდებიან. სამი თვის ამაო ლოდინის შემდეგ, ლეტისია უცხოეთში მიდის სწავლის გასაგრძელებლად. რამირო ბრუნდება და ქოხი ცარიელი ხვდება... მრავალი წლის შემდეგ ისინი მშობლიურ ქალაქში ხვდებიან ერთმანეთს...

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge