რა გჭირდებათ იდეალური სექსისთვის?

  • funtime.ge
  • 5 ივლისი 18:36

იდეალური სექსისთვის არც სექსუალური პარტნიორია საჭირო და არც სექს-სათამაშოები.

ამერიკელმა კარდიოლოგებმა დაადგინეს, რომ იდეალური ორგაზმის მისაღწევად საჭიროა არა სექს-სათამაშოები და აფროდიზიაკები, არამედ ჯანმრთელი გული და გამძლეობა. ექიმები აღნიშნავენ, რომ ჯანმრთელი სისხლძარღვები პირდაპირ კავშირშია სექსუალურ ცხოვრებასთან - რაც უფრო მეტად მიეწოდება სისხლის ნაკადი გულს, მით უფრო ხანგრძლივია სექსუალური აქტი და მით უფრო მძაფრია შეგრძნებები.


გულ-სისხლძარღვთა სისტემის აქტივობის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჯანმრთელი არტერიები 3-5-ჯერ უფრო მეტ სისხლს ამუშავებს სექსუალური დატვირთვის დროს და ხელს უწყობს აზოტის ოქსიდის ნორმალურ სინთეზს. სექსუალური აქტის გასახანგრძლივებლად, მეცნიერები გვირჩევენ მოკლე დიეტას: თუკი თქვენი კვების რაციონი ძირითადად ცხიმებითა და ნახშირწყლებით არის გაჯერებული, შესაბამისად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართულად მუშაობის იმედი არ უნდა გქონდეთ. არც ორგანიზმის დიდად აქტიურობის.


უცხიმო პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული, რომლებიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ორგანიზმის გამძლეობას აუმჯობესებს და ხელს უწყობს სექსუალური აქტის რამდენიმე საათით გახანგრძლივებას.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge