რატომ აახლოებს სექსი? სპეციალისტებმა 4 მიზეზი დაასახელეს

  • funtime.ge
  • 5 ივლისი 18:29

ოქსიტოცინი

როგორც ცნობილია, ოქსიტოცინი ამცირებს სტრესის დონეს და გვანიჭებს უსაფრთხოების განცდას.

ასევე, ოქსიტოცინი დაკავშირებულია სიყვარულთან, სექსუალურ გატაცებებთან და პარტნიორთან ურთიერთობის გამყარების სურვილთან. სექსუალური აქტივობა და ორგაზმი ოქსიტოცინის გამომუშავებას მნიშვნელოვნად ზრდის როგორც კაცებში, ისე ქალებში, რაც ხელს უწყობს მჭიდრო ემოციურ ურთიერთობას წყვილში.


საუბრები სექსის შემდეგ


ამგვარი დიალოგები ტყუილად არ ასოცირდება სასიამოვნო ურთიერთობასა და სიახლოვესთან. საინტერესოა, რომ ქალი ორგაზმის მიღების შემდეგ უფრო მოწადინებულია ამგვარი საუბრებისთვის, ვიდრე კაცები ან ის ქალები, რომლებიც ორგაზმს ვერ განიცდიან. გარდა ამისა, ქალები ყოველთვის გულწრფელები არიან სექსის შემდეგ კაცებთან დიალოგში. რა თქმა უნდა, სექსუალური აქტი არ ზრდის ნდობას, მაგრამ პარტნიორებს შეუძლიათ, ერთმანეთს საიდუმლოებები გაუზიარონ ან ისეთ ამბავს მოუყვნენ, რომელსაც ჩვეულებრივი საუბრის დროს საიდუმლოდ დაიტოვებდნენ.



 ხანგრძლივი სიამოვნება


ამ საინტერესო ტერმინით მკვლევარები მოიხსენიებენ სექსუალურ დაკმაყოფილებას, რომელიც სექსუალური აქტიდან გარკვეული დროის განმავლობაში არ ნელდება. უფრო მეტიც, ეს შეგრძნება, შესაძლოა, ორი დღეც გაგყვეთ. და, რა თქმა უნდა, ეს ხანგრძლივი სიამოვნება პარტნიორებს ერთმანეთთან უფრო აახლოებს, თან - ღალატის რისკს ამცირებს.


ტვინის ერთი და იგივე ნაწილის აქტივობა


როდესაც შეყვარებული ხართ და ვინმესთან სექსუალური კავშირის ძლიერი სურვილი გაქვთ, ორივე შემთხვევაში ადამიანის ტვინის ერთი და იგივე ნაწილი აქტიურდება: თალამუსი და ჰიპოკამპი. ასევე, ადამიანის ტვინის ეს ორივე ნაწილი აქტიურდება მაშინაც, როდესაც ჯერ უცნობი ადამიანის ეროტიკულ ფოტოს შეხედავთ, ხოლო შემდეგ თქვენთვის სასურველი ადამიანის არა ეროტიკულ, არამედ ჩვეულებრივ ფოტოს ნახავთ. გამოდის, რომ გრძნობასა და სექსუალურ სურვილზე თავის ტვინის ერთი და იგივე ნაწილი აქტიურდება. კიდევ გეპარებათ ეჭვი, რომ სექსი აახლოებს ადამიანებს?



 
 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge