წყვილი მესამე სექსპარტნიორს ეძებს

  • funtime.ge
  • 5 ივლისი 18:25

მაიკლი და ზარა (სახელები შეცვლილია) უკვე ერთი წელია, ერთმანეთს ხვდებიან და ახლა საქორწილოდ ემზადებიან.

ამავდროულად, ინტერნეტში ეძებენ ადამიანს, რომელიც მათთან ერთად სექსით დაკავდება - ეს არცთუ ისე ჩვეულებრივი სურვილია (და, ალბათ, პირველად გესმით) წყვილისთვის, რომელიც დაქორწინებას აპირებს. თუმცა, ორივესთვის აშკარად გასაგებია ამ სურვილის მიზანი და მათ ლოგიკას ვერ შეეწინააღმდეგები.



„გადავწყვიტეთ, რომ ამ ნაბიჯით ან შევცდებით, შემდეგ დავბრუნდებით სახლში, რომ ერთმანეთის სიყვარულით დავტკბეთ ან ძალიან მოგვეწონება და მაინც დავრბუნდებით სახლში, რომ ერთმანეთის სიყვარულით დავტკბეთ“, - ამბობენ მომავალი მეუღლეები.



თავდაპირველად მაიკლი და ზარა ერთმანეთში ხუმრობდნენ სექსში მესამე ადამიანის დამატების შესახებ. შემდეგ ზარა იძულებული იყო, ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი სახლში გაეტარებინა. გასართობად დარეგისტრირდა რომანტიკული გაცნობის პოპულარულ საიტზე. მაიკლმაც მიბაძა საცოლეს და მათ ერთხმად განაცხადეს, რომ ეძებენ ადამიანს ერთი, სრულიად კონკრეტული მიზნისთვის.



ზარა და მაიკლი უკვე იყვნენ რამდენიმე შეხვედრაზე პოტენციურ პარტნიორებთან: 
„ეს იყო ძალიან სასაცილო გამოცდილება, ვღელავდით, ვკეკლუცობდით, ვნერვიულობდით. ამ გრძნობის აღწერა შეუძლებელია“, - იხსენებს მაიკლი. მისი სიტყვებით, თუკი მას ეჭვი ეპარება პოტენციურ პარტნიორში და მიხვდა, რომ ეს ადამიანი მის სურვილს ვერ დააკმაყოფილებს, ის მასთან საუბარში ბევრ დროს არ ხარჯავს.



მაიკლის პოტენციური კანდიდატურები შემდეგ გასაუბრებას ზარასთან გადიან. ხოლო ორივეს თანხმობის შემთხვევაში ერთად მიდიან შეხვედრაზე. ზარა, ძირითადად, მიზნის მისაღწევად გოგოებს განიხილავს, მაიკლი კი - კაცებსაც. თუმცა, ორივე თანხმდება, რომ მათი ურთიერთობა არა გახსნილი, არამედ მონოგამურია.



„ეს მონოგამური ურთიერთობის ბუნებრივი შეთავაზებაა, რომელშიც ორივე თავდაჯერებულები ვართ. ჩემი ყოფილი მეგობარი გოგო პრაქტიკულად დაჟინებით მთხოვდა მსგავსი ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა არ იყო იდეალური და ამ იდეისგან საკმაოდ შორს ვიყავი“, - ამბობს მაიკლი.
 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge