მწარე სიმართლე თქვენი ზოდიაქოს შესახებ

  • funtime.ge
  • 5 ივლისი 17:06

ვერძი

უბრალოდ, შეწყვიტეთ წუწუნი და წუხილი.

თქვენ ის ხართ, ვისაც მუდმივად პროდუქტიულობა სურს. უნდა გესმოდეთ, რომ თქვენი ბუზღუნი არაპროდუქტიულია. გარეშეებს ნუ აბრალებთ ყველაფერს. ნუ ადანაშაულებთ გარემოებებს. გააანალიზეთ ვითარება და ისე იმოქმედეთ.


კურო


კომპრომისის იდეას უარყოფითად ნუ უყურებთ. თქვენი სიჯიუტე ყოველთვის ვერ იქნება თქვენი ყველაზე დიდი ღირსება. საწინააღმდეგო აზრის მოსმენას ყოველთვის აქვს აზრი.


ტყუპები


შეწყვიტეთ დაპირებები და ნუ გეშინიათ ვალდებულებების შესრულების. თქვენ მუდამ საკუთარ აზრს უნდა იცავდეთ, სხვაგვარად ადამიანთა ნდობას დაკარგავთ.


კირჩხიბი


იმის გამო, რომ ცუდი დღე გაქვთ, დანარჩენი სამყარო ვალდებული არაა, კარგად მოგექცეთ. ყველა ვერ აეწყობა თქვენს ემოციურ განწყობაზე. ისწავლეთ საკუთარი ძალების მოძიება.


ლომი


სამყარო თქვენ გარშემო არ მოძრაობს. სამყარო თქვენი არსებობის შესანარჩუნებლად არაა შექმნილი. სხვა ადამიანებს თქვენზე ნაკლები უფლებები არ აქვთ. ისეთი განსაკუთრებულიც არ ხართ, როგორც ფიქრობთ!


ქალწული


სრულყოფილებისგან შორს ხართ და ამიტომაც სხვებისგანაც იგივეს ნუ ითხოვთ. სხვებს არარეალურ სტანდარტებს ნუ ახვევთ თავს. ამით, პირველ რიგში, თქვენვე დაზარალდებით, ვინაიდან მუდმივი იმედგაცრუება გელით.


სასწორი


მუდამ ასეთი არაერთგვაროვანი ნუ ხართ. საკუთარი აზრის ქონა ძალიანაც ნორმალურია. არც სხვებთან კამათია დასაძრახი - ეს ცხოვრებაა. ამით საკუთარ ცნობიერებას ზრდით. ცხოვრებაში პატარა კონფლიქტებზე უფრო მეტი საშინელებებიც არსებობს.


მორიელი


ისწავლეთ მოთმინება და მიმტევებლობა. ადამიანები გულს მუდამ გაგიტეხენ და ეს ყოველთვის ადვილი გადასატანი არ იქნება. თუკი თქვენ ამ კონცეფციის დღევანდელობასთან შეხამებას შეძლებთ, მაშინ ზრდის უნარი გქონიათ.


მშვილდოსანი


მუდამ ასეთი ეგოისტიც ნუ იქნებით. საკუთარი ცხოვრებისეული საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტა არასწორი საქციელია. სხვა ადამიანების დახმარების გარეშე ამქვეყნად ვერაფერს მიაღწევთ.


თხის რქა


ძალიან კარგია, ამბიციური და წარმატების მოსურნე რომ ხართ. ძალიან კარგი, რომ ოცნებობთ და ყოველდღიურობას არ ეგუებით. მაგრამ შეახსენეთ საკუთარ თავს, რატომ გსურთ წარმატება.


მერწყული


უკიდურესობებით ცხოვრებას შეეშვით. როგორც მერწყული, ცხოვრობთ ფილოსოფიით „ყველაფერი ანდა არაფერი“. ძლიერი პიროვნება ბრძანდებით და თქვენს აგრესიულ მოქმედებას ყველა დადებითად ვერ მიიღებს. ისწავლეთ მორიდებულად ცხოვრება. დაე, ყველაფერი ზომაზე იყოს.


თევზები


დაივიწყეთ ყველა წყენა. ამ ნეგატიური განწყობების გულში ჩამარხვით ვერავის ასიამოვნებთ. დიახ, ადამიანები ტკივილს გაყენებენ. თქვენ კი დავიწყება და პატიება უნდა ისწავლოთ.
 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge