ცნობილია, ზოდიაქოს 4 ყველაზე შურისმაძიებელი ნიშანი

  • funtime.ge
  • 5 ივლისი 16:59

მორიელი

მორიელი რომ ყველაზე შურისმაძიებელია, ეს დიდი ხანია ცნობილია. 

თუკი მორიელს გზა გადაუჭერით, არა მხოლოდ ქალაქის მიტოვება, არამედ ყველა სოციალური ქსელიდან გაქრობა მოგიწევთ. ასევე, კარგი იქნება გვარ-სახელის გამოცვლა და დუჟინი მოდარაჯე ძაღლის ყოლაც.



შეურაცხყოფილი მორიელი - ეს სასიკვდილო იარაღია. მაშინაც კი, როცა ის გარეგნულად არაფერს იმჩნევს, თავის აზრებში მაინც მილიონჯერ თავიდან გაგანადგურებთ.


თევზები


თევზები შეიძლება უმანკოდ გამოიყურებოდნენ, მაგრამ მათი მგრძნობიარობა - ეს ისაა, რასაც უნდა უფრთხოდეთ. თევზების წყენინება ადვილია, მაგრამ ამაზე ძვირის გადახდა მოგიწევთ.



ისინი მორიელივით სუსტ წერტილში არ დაგარტყამენ, ისინი მრისხანებას დააგროვებენ და ნებისმიერ შესაძლებლობას გამოიყენებენ თქვენთვის ტკივილის მოსაყენებლად. ერთხელაც თევზების წყენინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ გაიღვიძებთ და აღმოაჩენთ, რომ სწორედ მათი წყენინების გამო დაკარგეთ სარფიანი სამუშაო, ფული ანდა მეგობრები.


კურო


თუ ერთხელაც კურო გაანაწყენეთ, მაშინ ღელვა მოგიწევთ. ის თქვენ უბედურებას მოგიტანთ.


ის მორიელივით ზურგში ხანჯალს არ ჩაგცემთ და არც თევზებივით დიდხანს ჩაიდებს გულში წყენას. ის მუდამ თქვენს გაღიზიანებას შეეცდება და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ კურო არ გაპატიებთ. რას იზამ, ჯიუტ ადამიანებს პატიება ძნელად გამოსდით.


ქალწული


ქალწული მორიელის, თევზების ანდა კუროსავით შურისმაძიებელი არაა, მაგრამ მაინც სახიფათოა. სახიფათოა იმიტომ, რომ ვერ მიხვდებით, რა აწყენინეთ. ქალწულის შურისძიება უცნაურ ქცევასა და პასიურ-აგრესიულ კომენტარებში გამოჩნდება.
 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge