საკონსტიტუციო სასამართლომ 112-ის მომსახურების საფასურის გადახდა არაკონსტიტუციურად ცნო

  • 1tv.ge
  • 5 ივლისი 15:49

საკონსტიტუციო სასამართლომ აბონენტებისთვის 112-ის მომსახურების საფასურის გადახდა არაკონსტიტუციურად ცნო და პარლამენტსა და მთავრობას საკანონმდებლო ხარვეზის გასწორება დაავალა.

შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს მიიღო.


როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, სადავო ნორმების თანახმად, სატელეფონო აბონენტები იხდიდნენ 112-ის მომსახურების საფასურს, რომელიც ყოველთვიურად ფიზიკური პირისთვის შეადგენდა 0.20 ლარს, ხოლო იურიდიული პირისთვის, ორგანიზაციისთვის და დაწესებულებისთვის – 0.50 ლარს. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, აბონენტს 112-ის მომსახურების საფასური ეკისრებოდა მისი ნების მიუხედავად, რაც არღვევდა საკუთრების უფლებას. ამავე დროს, საკუთრების უფლებაში ჩარევა ხორციელდებოდა არა კანონის, არამედ მთავრობის დადგენილების საფუძველზე, რაც ფორმალურად ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის მოთხოვნებს. 

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge