ზოდიაქოს ამ ხუთ ნიშანს ყველაზე მეტად ჟურნალისტობა მოუხდებოდა

  • funtime.ge
  • 5 ივლისი 15:05

1. ტყუპები

ზოდიაქოს ან ნიშნისთვის ჟურნალისტობა კლასიკური სამუშაოა. 

ტყუპები ინტელექტუალური ხალხია, უყვართ ურთიერთობა, კონტაქტურები არიან და ახალი ნაცნობობისკენ მიისწრაფვიან. მათ მართლაც აინტერესებეთ ის, რაც გარშემო ხდება.


ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები სულაც არ არიან წინააღმდეგნი, მივლინებებში გაემგზავრონ სხვადასხვა ქალაქებსა თუ ქვეყნებში.


ასეთი მოგზაურობები ბევრ ინფორმაციასა და შთაბეჭდილებას იძლევა, რაც ასე მნიშვნელოვანია ცვალებადი ხასიათის ტყუპებისთვის. და ეს არცაა გასაკვირი - ტყუპები ხომ ჰაერის სტიქიაა.


ზოდიაქოს ეს ნიშანი ჟურნალისტიკის ნებისმიერი სფეროში წარმატებულია - კორესპონდენციები იქნება ეს რომელიმე გამოცემისთვის თუ რეპორტაჟები შემთხვევის ადგილებიდან, ინტერნეტსაიტებისთვის სტატიების მომზადება თუ სამეცნიერო-პოპულარულ ტელეგადაცემებში მონაწილეობა.


2. მშვილდოსანი


ჟურნალისტობაში მშვილდოსანს მოსწონს მისი საზოგადოებაში მისი როლი და ამ საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანა. „ყველა დუმს, ჩვენ კი არ გავჩუმდებით - ჩვენ მოვუყვებით სიმართლეს მთელ ქალაქს/ქვეყანას/მსოფლიოს“ - ასეთია მისი პრინციპი. კენტავრი ცნობილია სიმართლის მოყვარეობით. და ამ სიმართლის ხალხამდე მიტანა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.



მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაბადებულნი ცნობისმოყვარეები არიან. ისინი გულწრფელად ინტერესდებიან გარშემომყოფი ადამიანებით და სოციალური მოვლენებით.


უყვართ მოგზაურობა და ჩემოდანი მუდამ მზად აქვთ, დაუყოვნებლივ რომ დასჭირდეთ სადმე გაფრენა.


მშვილდოსნისთვის ჟურნალისტური საქმიანობის მეტ-ნაკლებად შესაფერისი სფეროებია: კორესპონდენტი, განსაკუთრებით უცხოეთში, მოგზაური-ჟურნალისტი, ხელოვნების სამყაროში და რელიგიაში მიმდინარე მოვლენების გაშუქება, სპორტული ჟურნალისტიკა.


3. ლომი


ლომს უყვარს თავის გამოჩენა, აღმერთებს კამერასთან მუშაობას. ის ტელე ან რადიოწამყვანის ამპლუაში პოულობს საკუთარ მოწოდებას. აქ ის შეძლებს, გამოავლინოს თავისი მომხიბვლელობა და მრავალმხრივი ნიჭი. ლომს არ ხიბლავს კადრსმიღმა მუშაობა.


ყველაზე მეტად ლომი გასართობ ტელეშოუში ახდენს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას. მას მოსწონს დღესასწაული, სიმსუბუქე, მხიარულება და კმაყოფილება.
ამასთანავე, ის ჯიუტად შრომობს მიზნის მისაღწევად. ამიტომაც ხშირად აღწევს წარმატებას ტელეკარიერაში.
ლომები პატივს სცემენ ცნობილ ადამიანებს, ბევრ მათგანს კერპიც კი ჰყავს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს მოსწონთ ვარსკვლავებთან მუშაობა. მართალია, ამ შემთხვევაში ისინი პოპულარული ადამიანების ჩრდილქვეშ ექცევიან, მაგრამ სამაგიეროდ შეუძლიათ, მეგობრებთან იტრაბახონ ამ ნაცნობობით.
4. მორიელი
მორიელთან ახლოსაა დეტექტივის პროფესია. მას არაჩვეულებრივად აკეთებს ფაქტებისა და მოვლენების ანალიზს. შინაგანი ინტუიციით გრძნობს ჭეშმარიტებას. მორიელს შეუძლია ძალიან დიდხანს ეძებოს და მოიპოვოს მტკიცებულებები, რათა მიიღოს პასუხები კითხვებზე. ამ ყველაფერს კი „ჟურნალისტური გამოძიება“ ჰქვია.
მორიელს ხელეწიფება ისეთი რეპორტაჟების გაკეთება, რომლებშიც დაფარული გაცხადდება, სააშკარაოზე გამოვლენ მანიპულატორები და მატყუარები, მოვლენები კი ყოველგვარი შელამაზების გარეშე გაშუქდება.



როგორც ნიშანს, რომელიც დაკავშირებულია ფულთან, შეუძლია, მაყურებელსა თუ მკითხველს ფინანსურ სფეროზე მოუყვეს, ისაუბროს სხვადასხვა ბირჟაზე და ანალიზი გაუკეთოს მაჩვენებლებს.



მორიელი კრიმინალურ ჟურნალისტიკაშიც კარგად გამოავლენდა თავის შესაძლებლობებს. მას არ ეშინია სიმართლის თქმის, თუნდაც ის ძლიერთა ამა ქვეყნისათაც არ მოსწონდეთ. ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი მზადაა, ცხელ წერტილებშიც კი გაემგზავროს. მეორენი პოლიტიკურ ინტრიგებს ჰფენენ ნათელს. მესამენი კი ინტიმური ცხოვრების შესახებ იღებენ სიუჟეტებს.


5. ვერძი


ვერძი ცნობილია თავისი ჯიუტი, მიმწოლი ხასიათით. თუ მას რაიმე იდეა გაუჩნდა, მიზანმიმართულად იწყებს მის რეალიზებას. ასეთი თვისება ძალიან ფასობს ჟურნალისტიკაში - ჟურნალისტმა ხომ ძალიან სწრაფად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - წამით დააყოვნებს და... ყველაფერი შეიძლება გამოტოვოს.


ვერძს აინტერესებს სპორტი და შესანიშნავი სპორტული კომენტატორი იქნებოდა. შეუძლია რეპორტაჟის წაყვანა საშიში ლოკაციიდან, საბრძოლო მოქმედებების ზონიდან. ასე რომ, მას მშიშარა ადამიანებს ვერ მიაკუთვნებთ. პირიქით, ზოდიაქოს ეს ნიშანი გაბედული და მამაცია.


გარდა ამისა, ვერძს შეუძლია დაწეროს პოლიტიკური სტატიები და გადაიღოს პოლიტიკური სიუჟეტები. ის პირდაპირ გამოხატავს საკუთარ აზრს და არ ეშინია, რომ ის ვინმეს არ მოეწონება.


ზოდიაქოს ამ ნიშანს თავისუფალი გრაფიკით მუშაობა უფრო შეეფერება და არა კლასიკური სქემა „9-დან 6-მდე“. მაგალითად, მას დღეს დილიდან შუაღამემდე მიჰყავს რეპორტაჟი ფეხბურთის ჩემპიონატიდან, ხვალ კი მთელი დღე ისვენებს.
 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge