მეტროსადგურ "სამგორიდან" "ვარკეთილის" მიმართულებით მატარებლის მოძრაობა ეტაპობრივად აღდგა

  • pia.ge
  • 5 ივლისი 10:11

თბილისის მეტროპოლიტენში მატარებლების მოძრაობა 20 წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო. 

როგორც "პირველს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუმარტეს, მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა, თუმცა მეტროსადგურ "სამგორიდან" - "ვარკეთილის" მიმართულებით ტექნიკური ხარვეზის გამო, ვაგონების გადაადგილება შეფერხდა.


კომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ "სამგორიდან" - "ვარკეთილის" მიმართულებით მატარებლების გადაადგილება ეტაპობრივად აღდგა.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge