ევროკავშირი რუსეთს საქართველოში ფრენების აკრძალვის გაუქმებისკენ მოუწოდებს

  • pia.ge
  • 4 ივლისი 18:04

ევრკავშირი რუსეთს საქართველოში ფრენების აკრძაკლვის გაუქმებისკენ ევროკავშირის სგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის პრეს-მდივნის განცხადებით მოუწოდებს

"რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა შეიძლება უარყოფით გავლენა იქონიოს ორივე ქვეყნის მოქალაქეებზე. ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთის გადაწყვეტილება 8 ივლისიდან საქართველოსთვის მიმართულებით ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება გაუმართლებელი და არაპროპორციული იყო " - ნათქვამია განცხადებაში.


ევროკავშირის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან 27 ივნისს დაწესებული შეზღუდვები "სერიოზულ გავლენას ახდენს გადაადგილების თავისუფლებაზე და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებს დამატებით სირთულეებს უქმნის".


ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს, რათა შემდგომი ჰუმანიტარული სირთულეები თავიდან იქნას აცილებული.


"ევროკავშირის მზადყოფნა საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების შესახებ უცვლელი რჩება. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ", - ნათქვამია განცხადებაში.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge