დოლიძეზე კაცი დაჭრეს - რას ყვებიან ადგილობრივები (ფოტო-ვიდეო)

  • pia.ge
  • 4 ივლისი 17:35

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ცივი იარაღით ერთი პირი დაჭრეს. შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
 

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1971 წელს დაბადებული პ.შ., ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.


სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ა.ვ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge