მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებენ

  • M2B
  • 3 ივლისი 10:26

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას აგრძელებს.

პირველად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდს - POLICE.GE  დაემატა ინოვაციური სერვისი - ვიდეოჯარიმების ონლაინ გადახდის ფუნქცია. ამიერიდან, მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას უკვე სამინისტროს ოფიციალურ  ვებგვერდზეც შეძლებენ, ერთი პლატფორმის პრინციპით.


კერძოდ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე - police.ge, ე.წ.. ჯარიმების  კაბინეტს დაემატა ჯარიმის გადახდის ფუნქცია. აღნიშნული ფუნქცია მოქალაქეებს  საშუალებას აძლევს, ერთ ვებგვერდზე ნახონ ვიდეოჯარიმის სტატუსი და მისი არსებობის შემთხვევაში, ამავე გვერდზე, ყველაზე დაბალი საკომისიო
გადასახადით - 1%, შეძლონ საჯარიმო ქვითრის გადახდა.

სრული ვერსიის ნახვა M2B