"ქართული ოცნება" დღეს „პროპოციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას გამართავს

  • pia.ge
  • 1 ივლისი 10:09, 2019 წელი

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დღეს, საკონსტიტუციო ინიციატივის "პროპოციული არჩევნები 2020"-ის პრეზენტაციას გამარათავს.

 


პოლიტიკური გაერთიანება პრეზენტაციაზე იწვევს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს.


პრეზენტაცია 14:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება.


რამდენიმე დღის წინ, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ უკვე 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge