პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ვარდისფერ გასაბერ სახურავს გაუკეთებენ

  • fortuna.ge
  • 26 ივნისი 16:22

პარიზის ერთ-ერთი მთავარ ღირსშესანიშნაობა – ნოტრდ-დამი, შეიძლება ვარდისფერი გასაბერი ბურთით გადახურონ, რომელსაც სპირალის ფორმა ექნება.

ეს იდეა ფრანგულ არქიტექტურულ სტუდიას ეკუთვნის, სადაც განმარტავენ, რომ საჰაერო კონტრუქცია დროებითი იქნება და მას კათედრალზე მანამდე დატოვებენ, სანამ ის პირვანდელ სახეს არ დაუბრუნდება. არქიტექტორები ამბობენ, რომ გასაბერი სახურავი დღისით ტაძრის თავზე დაშვებული იქნება, ღამით კი ცაში გაუშვებენ.


საჰაერო ბუშტი სპეციალური დამცავით დაიფარება, რომელიც მას ძლიერი ქარის დროსაც კი არ მისცემს ცაში აფრენის საშუალებას.


შეგახსენებთ, აპრილის ბოლოდან არქიტექტორები ნოტრ-დამის აღდგენის პროექტზე მუშაობენ. მათ უკვე შესთავაზეს სახურავზე მწვანე სივრცის ან ღია აუზის მოწყობა. 

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge