"ამრეზით აქ არავინ გვიყურებს" - რას წერენ სოციალურ ქსელებში რუსი ტურისტები საქართველოზე

  • pia.ge
  • 24 ივნისი 16:20, 2019 წელი

საქართველოში მყოფი  რუსი ტურისტები სოციალურ ქსელში სხვადასხვა რეგიონში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ და მეგობრებს მოუწოდენენ, რეალური ინფორმაცია გაავრცელონ საქართველოზე.

რუსი ტურისტები წერენ, რომ, ბოლო დღეების განმავლობაში, ახლობლები შეშფოთებულები არიან იმ ინფორმაციებით, რაც, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რუსეთში ვრცელდება და ეკითხებიან, რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს.


საქართველოში მყოფი ტურისტები წერენ, რომ თავს კომფორტულად გრძნობენ და მეგობრებს მოუწოდებენ საქართველოზე რეალური ინფორმაციები გაავრცელონ.  


 „ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ბევრი ფიქრობს, იქნებ არ ღირს საქართველოში წასვლა. ატრ ვიცი, რა ხდება თბილისში მაგრამ იმ რამდენიმე დღის განმავლობაში, რაც საქართველოს სხვა ქალაქებში გავატარე, შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რომ აქ რუსი ტურისტების მიმართ ძალიან კეთილგანწყობილი ხალხი ცხოვრობს. კი, ზოგიერთს აქვს პრეტენზიები ქართული ხელისუფლეის მიმართ, ზოგიერთს რუსული ხელისუფლების, რადგან 2008 წლის მოვლენების შემდეგ რუსეთი უმრავლესობისთვის ოკუპანტია, თუმცა ყველას კარგად ესმის, რომ პოლიტიკა პოლიტიკაა, ხალხი კი ხალხია. და რუსი ხალხი აქ უყვართ." -წერს რუსი ტურისტი.


თითქმის ანალოგიური შინაარსისაა „ინსტაგრამში“ გავრცელებული სხვა პოსტებიც. ქართველების კეთილ განწყობაზე წერს საქართველოში ჩამოსული ახალგაზრდა ქალიც.


„ქართველები ძალიან მეგობრული და კეთილგანწყობილი ხალხია. რუსებს ზუსტად ისე ექცევიან , როგორც 20 ივნისამდე, არავინ არც ამრეზით  გვიყურებს და არც ფასებს უმატებს სპეციალურად რუსებისთვის. ეს ყველაფრი აბსურდია.  პირიქით, გვეუბნებიან, რომ ვუყვარვართ და გვთხოვენ, რომ ისევ ჩამოვიდეთ. არ დაუჯეროთ, ვინც საწინააღმდეგოს გეუბნებათ, ეს ინფორმაცია კი გაავრცელეთ,“- წერს ის.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge