მედვედევი ზურაბიშვილს პასუხობს

  • pia.ge
  • 21 ივნისი 20:07, 2019 წელი

რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ვითარებაში არ გაერკვა, ან შექმნილ ვითარებას ამახინჯებს".

ამის შესახებ მედვედევმა ზურაბიშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.


 ზურაბიშვილმა გუშინდელ განცხადებაში რუსეთი საქართველოს მტრად და ოკუპანტად მოიხსენია.


 მედვედევის თქმით, მსგავსი განცხადებები "არაპროფესიონალურია".


 სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტში გუშინ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.


 "მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ???? რას ნიშნავს? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყნის შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. რომელიც კრძალავს - გუშინწინდელი მაგალითი გრემისხევში- ქართველ და ოს ქრისტიანთა ხატთან ერთობლივ მისვლას და ლოცვას, საკუთარ დედმამის საფლავების კურთხევას, აფხაზეთის ქართულ ეკლესიების აღდგენას !!!! აქ მართლმადიდებლური არც არაფერია! რუსეთისვის ჩვეულებრივი ხერხი, ესეიგი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული რელიგია! და თუ ეს ასეა, ამ პოლიტიკურ თამაშს რატომ ვთამაშობთ ჩვენც?", - დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge