პარლამენტის თავმჯდომარე აზერბაიჯანში ვიზიტს წყვეტს და საქართველოში ბრუნდება

  • 1tv.ge
  • 21 ივნისი 11:12

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანში ვიზიტს წყვეტს და საქართველოში ბრუნდება.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს.

ამასთან, როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ბაქოდან იუწყება, ირაკლი კობახიძემ გააუქმა ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა შეხვედრა, მათ შორის აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.

ირაკლი კობახიძის ვიზიტი ბაქოში 20 ივნისს დაიწყო და 22 ივნისს უნდა დასრულებულიყო.

ბელარუსში ვიზიტს წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge