პრეზიდენტი ბელარუსში ვიზიტს წყვეტს და საქართველოში ბრუნდება

  • pia.ge
  • 21 ივნისი 10:21, 2019 წელი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბელარუსში ვიზიტს წყვეტს და სამშობლოში ბრუნდება.

ინფორმაცია "პირველს" პრეზიდენტის პრესსამსახურში დაუდასტურეს.


სალომე ზურაბიშვილი ვიზიტს თბილისში პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების გამო წყვეტს.


საქართველოში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, რაც სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა.


სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა. არიან დაშავებულები, მათ შორის ჟურნალისტებიც.


აქციის მონაწილეები პარლამენტის სპიკერის, შსს მინისტრის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge