„საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“- დაპირისპირება მეტროში

  • 1tv.ge
  • 19 ივნისი 23:33

„რუსთაველის“ მეტროში ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. მაუწყებლის ინფორმაციით, რამდენიმე მამაკაცი სიტყვიერად დაუპირისპირდა ახალგაზრდებს.

 „საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“, – ამ სიტყვებით მიმართავდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც სავარაუდოდ მუსიკოსები იყვნენ.


 მოგვიანებით, ახალგაზრდებს მეტროს გასასვლელში ფიზიკურად გაუსწორდნენ.


 შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარის შესახებ ინფორმაციას არკვევენ.

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge