სანდრო ბრეგაძე: საქართველოში გარყვნილების პროპაგანდა არ უნდა იყოს (ვიდეო)

  • 19 ივნისი 22:15

სიბილწის და გარყვნილების ზეიმი ე.წ. გეი აღლუმი საქართველოში არ უნდა ჩატარდეს,- ამის შესახებ „ქართული მარშის“ წარმომადგენელმა, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომელიც ვერის ბაღში მივიდა.

„დღეს არავის, არც ერთ ქართველს არ აქვს უფლება რომ განზე გადგეს. ლევან ვასაძის გამარჯვება არის ჩვენი გამარჯვება, მისი დამარცხება არის ჩვენი დამარცხება. გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ სიბილწის და გარყვნილების ზეიმი ე.წ. გეი აღლუმი საქართველოში არ უნდა ჩატარდეს. შეწინააღდმეგების მეთოდები იქნება მშვიდობიანი, შემიძლია, მხოლოდ და მხოლოდ ეს გითხრათ.


მინდა, მივმართო უმცირესობების წარმომადგენლებს – ესე ჩუმად შეკრება, ორ-ორი კაცით და შემდგომში თავიანთი სპონსორებისთვის იმის ჩვენება, რომ თითქოს რაღაცას ატარებენ, მათთვისაც თავის მოტყუებაა და სპონსორებისთვისაც. ტყუილად გადაყრიან იმ ფულებს, რომელსაც მათ ურიცხავენ“,- განაცხადა ბრეგაძემ.


 


ბრეგაძის თქმით,  „მარშიც“, ლევან ვასაძეც , გურამ ფალავანდიშვილიც, ერთი მიზნისთვის იბრძვიან.  " საქართველოში გარყვნილების პროპაგანდა არ უნდა იყოს. ეს არის უმთავრესი მიზანი. თუ შეიგნებენ უმცირესობების წარმომადგენლები, ძალიან კარგი იქნება. მათ არავინ არ უშლის არც ცხოვრებას, არც სოციალურ აქტივობას, არც მუშაობას, სწავლას, განათლების მიღებას და შეიგნონ ეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე დარწმუნებით შემიძლია ერთი რამ გითხრათ, უბრალოდ, სიურპრიზს ვერ გაგიმხელთ, სახალხო მღელვარება იქნება გარდაუვალი“,- განაცხადა ბრეგაძემ.