თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

  • 19 ივნისი 21:06

თურქეთში საქართველოს მოქალაქე, 56 წლის ქალი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად ინფარქტი სახელდება.საქართველოს მოქალაქე ქალაქ რიზეში სამუშაოდ იმყოფებოდა.

ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლი ავრცელებს. 


მაუწყებლის ინფორმაციით, თბილისიდან თურქეთში, სეზონური  დასაქმების მიზნით, ჩაის საკრეფად ჩავიდა. სამი დღის განმავლობაში მას რიზეს ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდნენ. ცხედარი ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს დახმარებით საქართველოში დღეს გადმოასვენეს