მსოფლიო ბანკი: „წყლის ენერგია უფრო სუფთა და უფრო იაფია“

  • bm.ge
  • 19 ივნისი 18:08

საქართველომ უნდა გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები, რაც ღმერთმა მისცა, - ასე უპასუხა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა წარმომადგენელმა მერსი ტემბონმა bm.ge-ს დიდი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ კითხვაზე.

მერსი ტემბონის თქმით, მნიშვნელოვანია წყლის რესურსის გამოყენება ენერგიის საწარმოებლად.


„საუკეთესო იქნება, რომ ქვეყანამ გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები, რაც ღმერთმა მისცა საქართველოს. მნიშვნელოვანია წყლის რესურსის გამოყენება ენერგიის საწარმოებლად. ეს, პირველ რიგში, წარმოადგენს სუფთა ენერგიას, რომელიც ბევრად უფრო იაფია, ვიდრე თბოსადგური.


არსებობს საკმარისი ენერგია და აუცილებლად უნდა უზრუნველვყოთ მისი გამოყენება ექსპორტისთვის და დავაგენერიროთ შემოსავალი. აუცილებელია, ბუნებრივი რესურსების გამოყენება“, - აცხადებს მერსი ტემბონი.

სრული ვერსიის ნახვა bm.ge