ლევან ვასაძე კავკასიელ ხალხებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

  • pia.ge
  • 19 ივნისი 15:09

ბიზნესმენი ლევან ვასაძე კავკასიელ ხალხებს ლგბტ თემთან ბრძოლაში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. 

როგორც ვასაძემ ვერის პარკში ცოტა ხნის წინ განაცხადა, დღეს საქართველოში მთლიანად კავკასიის რეგიონის ბედი წყდება, რადგან თუ "დღეს თბილისში ჩატარდა პრაიდი ეს კავკასიის რეგიონშიც მოხდება".

ვასაძე დაღესტნელებს, ინგუშებს, ყაბალდო ბალყარებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს მიმართავს, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.

როგორც ბიზნესმენმა თქვა, "კი ვიცი, რასაც იტყვით, მაგრამ იქნებ ხმა მაღლა დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია. გვერდში დაგვიდეგით. ჩვენ კი ჩვენი მხრიდან არ შეგარცხვენთ, დავიხოცებით თუ საჭირო გახდა".

სრული ვერსიის ნახვა pia.ge