"ეს არ არის ერთი კონკრეტული ექიმის დანაშაული ან გულგრილობა ეს მახინჯი სისტემის ბრალია"

  • facebook.com
  • 19 ივნისი 14:39

სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ ხელმძღვანელი, ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე რუსთავში არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმის დააკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სიხარულიძე მიიჩნევს, რომ ექიმის საჯაროდ დასჯა კიდე უფრო დიდ ზინას ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს დაიმედოვნებს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება.


"სისტემა უნდა დაინგრეს და რეფორმირდეს ვინაიდან ხვალ სხვა ექიმი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროდან აღმოჩნდება იგივე სიტუაციაში და მაშინ ყველა ციხეში უნდა გაუშვათ. ეს არ არის ერთი კონკრეტული ექიმის დანაშაული ან გულგრილობა ეს არის მახინჯი სისტემის ბრალი რომელემაც ჩააყენა ექიმები და პაცინტები გამოუვალ მდგომარეობაში. ექიმის საჯაროდ დასჯა მიაყენებს კიდე უფრო დიდ ზინას ამ სფეროს. ვიმედოვნებ რომ გამოძიება სწორედ წარიმართება და დაადგენს სიმართლეს და სფეროს წარმომადგნელბი იმსჯელებენ იმ რეალურ მიზეზებზე და პრობლემებზე რაც დღეს ხდება ამ დარგში. ხვალ ნებისმიერი ჩვენი კოლეგა აღმოჩნდება იგივე სიტუაციაში".


სიხარულიძის პოსტისში კომანტარის სახით ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემაც აღნიშნა, რომ ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სერვისების მხრივ პრობლემებია.


ნათია ფაჯიკიძე - როდესაც მენტალური ჯანმრთელობის დღეებია და პრობლემებზე მიდის მსჯელობა, (ისედაც იშვიათად ხდება ასეთი შეკრებები), სამინისტროს მხრიდან რაიმე სახის თვისობრივი ინტერესის გამოვლენა, რა მდგომარეობაა ქვეყანაში სერვისების მხრივ და სერვისის რომელ რგოლს რა ხელშეწყობა სჭირდება, რამდენი წელია, არ ყოფილა. თუ არ იქნება შესაბამისი პირობები, რა უნდა ქნას ექიმმა მხოლოდ თავისი ძალებით.



რუსთავში არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმი დააკავეს.


"შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული თ.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი ედება სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 5-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 თებერვალს, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს სამედიცინო დახმარებისთვის მიმართეს მოქალაქე ვ.ი.-მ და მისმა ნათესავებმა. მათ ექიმ თ.ა.-ს პაციენტ ვ.ი.-ს ფსიქიატრიული გამოკვლევა და სტაციონარში მოთავსება სთხოვეს. ექიმმა არ გაუწია შესაბამისი დახმარება, რის შემდეგაც ვ.ი.-მ. სამედიცინო დაწესებულება დატოვა. მეორე დღეს მან დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 12 წლის ძმისშვილს გ.ი.-ს, რომელიც გარდაიცვალა. საქმეზე ჩატარებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ვ.ი.-ს აღენიშნებოდა ფსიქიკური აშლილობა – ეპილეფსიური ფსიქოზი და არსებობდა რისკი, რომ მას მიეყენებინა ზიანი როგორც საკუთარი თავისათვის, ასევე სხვისთვის.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია", – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.


შემთხვევა რუსთავში 10 თებერვალს მოხდა. 13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბიძა დააკავეს. მეზობლების თქმით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ადგილის უქონლობის გამო არ მიიღეს. 12 თებერვალს ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვალერი ირემაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა და ის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სრული ვერსიის ნახვა facebook.com