ლევან ვასაძე პრაიდზე შიშველი ხელებით მივა

  • pia.ge
  • 19 ივნისი 11:42, 2019 წელი

ბიზნესმენემა ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ხლეისუფლებას ადლობას უხდის იმის გამო, რომ "თბილისი პრაიდის" პირველმა დღემ მშვიდობიანად ჩაიარა.

ვასაძე იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება საკუთარ სიტყვას მომავალ დღეებშიც შეასრულებს.

"ძვირფასო ხელისუფლებავ, ეს არის თქვენი არჩევანი ქართველ ხალხსა და ამ ერთ მუჭა გარყვნილების პროპაგანდისტებს შორის, მაგრამ მე მინდა, მადლობა გითხრათ მაინც ხელისუფლებას, რომ ე.წ. პრაიდის გუშინდელმა დღემ მშვიდობიანად ჩაიარა. თქვენი თქვენი სიტყვა შეასრულეთ და არ ჩაატარებინეთ, ვერ გაბედეს ამის ჩატარება. იმედია, ასე იქნება დანარჩენ დღეებში“, – განაცხადა ვასაძემ.

ბიზნესმენი აცხადებს, რომ საპასუხო ნაბიჯს გადადგამს და მხარდამჭერებს კომბლების სხვენში შეწყობისკენ მოუწოდებს.

„იმისთვის, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოვდგათ ჩვენც თქვენი მიმართულებით, რომ ვანახოთ ჩვენი კეთილი ნება ქვეყანაში წესრიგის დაცვისა, მინდა, გაგიკეთოთ ერთი ძალიან დიდი საჩუქარი და პრინციპში, ბოლო საჩუქარი, ამის იქით აღარანაირი საჩუქრები აღარ იქნება და გეშინოდეთ, თუ გამოიწვევთ არეულობას ქვეყანაში.

საჩუქარი არის ასეთი – მე მინდა, რომ ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს სახალხო საპროტესტო მოძრაობას მოვუწოდო, კომბლები შეაწყონ სხვენში, რადგან როგორც გახსოვთ, კომბლები არასდროს იყო განკუთვნილი ამ უბედური მამათმავლებისა და მათი პროპაგანდისტებისთვის. ეს იყო იმ შემთხვევისთვის, თუ პოლიცია შეგვდგებოდა ჩვენ წიხლებით და დაგვიწყებდა ცემას, მაგრამ რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ პრაიდი არ იქნება, მე არ მაინტერესებს მამათმავლები რას ჭიჭყინებენ ეხლა და, რადგან მათ ეს სიტყვა პირველ დღეს შეგვისრულეს, თუ გახსოვთ პირველივე დღეს გავაუქმეთ ჩვენ ქუჩების პატრულირება, აი ახლა, ბოლოს საჩუქარი ჩემგან ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენ, მე ვინა ვარ – კომბლები სხვენში, ჩამოვიღოთ მაშინ, როცა მოვა ის მთავრობა, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვიბედავს, რომ პრაიდს ჩაგიტარებთ“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისი თქმით, ისინი არა კომბლებით, არამედ თეთრი ცხვირსახოცებით მივლენ.

„ჩვენ იქ მოვალთ შიშველი ხელებით, ხელზე თეთრი ცხვირსახოცებით“, – განაცხადა ვიდეომიმართვისას ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge