მიშელ პლატინი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

  • pia.ge
  • 19 ივნისი 11:24, 2019 წელი

UEFA-ს ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა სააგენტო AFP- ს განუცხადა.

ის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სტატუსით რამდენიმე საათის განმავლობაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.


მიშელ პლატინი პოლიციამ 18 ივნისს, პარიზის გარეუბანში დააკავა.


იგი ეჭვმიტანილია 2022 წლის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის გამოვლენაში ქრთმანის აღებაში. მაშინ ტურნირის ჩატარებაზე განაცხადი აშშ-ს, სამხრეთ კორეას, ასვტრალიას და იაპონიას ჰქონდა გაკეთებული. 


პლატინი საფეხბურთო საქმიანობას 2015 წლის დეკემბერში ჩამოაშორეს 8 წლით. მოგვიანებით კი, ფიფას-ეთიკის კომიტეტმა დისკვალიფიკაციის ვადა 6 წლამდე შეამცირეა.


2022 წლის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით სკანდალი 2017 წელსაც აგორდა, როდესაც მედია წერდა, რომ ყატარს ჩემპიონატის მიმღები ქვეყნის უფლება, შესაძლოა, ჩამოერთვას.


2017 წლის 7 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ საუდის არაბეთმა, იემენმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, მავრიტანიამ, ეგვიპტემ და ბაჰრეინმა ფიფას ერთობლივი წერილი მიწერეს, სადაც ყატარს საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.


2017 წლის 5 ივნისს საუდის არაბეთმა, ბაჰრეინმა, არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა, ეგვიპტემ, ლიბიამ, მალდივიმ და მავრიკიის რესპუბლიკამ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტეს.


2017 წელს ყატარი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. ბრალდების საფუძველი გახდა ინფორმაცია, რომლის მიხედვბით ყატარმა სამეფო ოჯახის წევრების გათავისუფლების სანაცვლოდ, ტერორისტებს გამოსასყიდის სახით, თითქმის 1 მილიარდი აშშ დოლარი გადაუხადა.


თუ გამოძიებით დადგინდება, რომ ყატარი ტერორიზმის მხარდამჭერია, ასეთ შემთხვევაში, მას შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოერთვას. 


მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი ყატარში 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე უნდა ჩატარდეს. მატჩებს შვიდი ქალაქის, დოჰას, ლუსაილას, ალ-ვაკრის, ალ-ჰოლას, ალ-რაიანის, უმ-სალალის და მადინატ-აშ-შამალის სტადიონები უმასპინძლებენ.


 


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge