თბილისის ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს იწყება

  • pia.ge
  • 19 ივნისი 10:16, 2019 წელი

საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2019-2020 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს 12:00 საათზე დაიწყება.  

ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ყველა სხვა აპლიკანტი, რომელიც არ შედის პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში.  


ამასთან, რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში.


რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში (და არა რეგისტრაციის მომენტში) იქნება 2 წლის. რეგისტრაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge განხორციელდება.


 


რეგისტრაციის პირველი ეტაპი 12 ივნისს დაიწყო.


პირველ ეტაპზე რეგისტრაცის გავლა შეეძლოთ:


 1. სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს;


2. სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მოწერილობის საფუძველზე;


3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს;


4. იმ ოჯახის ბავშვებს, რომელთა შვილები სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით;


5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შუამდგომლობის საფუძველზე;


6. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილებს.


წელს საბავშვო ბაღების ჩამონათვალს დაემატება 4 ახლადაშენებული საბავშვო ბაღი, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება, შედეგად, თავისუფალი ადგილების რაოდენობა წელს 15 000 იქნება.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge