მერკელი ზელენსკისთან შეხვედრაზე ცუდად გახდა (ვიდეო)

  • pia.ge
  • 18 ივნისი 19:01, 2019 წელი

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე შეუძლოდ გახდა.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მერკელი შეუძლოდ წითელ ხალიჩაზე გახდა. ამის შემდეგ ზელენსკი და მერკელი მოსალაპარაკებლად გავიდნენ და 1,5 საათში მედიასთან გავიდნენ.


 


ჟურნალსტებმა მერკელს ჯანრთელობაზე დაუსვეს კითხვა, რაზეც გერმანიის კანცლერმა თქვა, „სულ მცირე სამი ჭიქა წყალი დავლიე. როგორც ჩანს ეს მჭირდებოდა. ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ“.


 


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.


 


სრული ვერსიის ნახვა pia.ge