ახალციხეში კაცის ცხედარი იპოვეს

  • pia.ge
  • 18 ივნისი 10:10, 2019 წელი

ახალციხეში მდინარე ფოცხოვმა ხანშიშესული კაცის ცხედარი გამორიყა. გვამი ადგილობრივმა მოქალაქემ შეამჩნია და 112-ში დარეკა.

„ფეხებზე ოპერაცია გაიკეთა. ტკივილები ჰქონდა საშინელი, რომ ვერ უყუჩებდნენ, ამბობდა, გამაგიჟა ამ ტკივილმა თავი უნდა მოვიკლაო. სახლიდან გავიდა, ერთი დღე ეძება ოჯახმა, მერე მანდ იპოვეს", - გვითხრა ოჯახის ახლობელმა.


შსს-ში ამბობენ, რომ გარდაცვლილის ვინაობა დადგენილია.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge