კანალიზაციის დასუფთავებას 7 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

  • 16 ივნისი 20:59

 ინდოეთში,სასტუმრო დარსშანში კანალიზაციის გაწმენდით სამუშაოებს ატარებდა ერთ-ერთი სანიტარი, რომელიც საკანალიზაციო ავზში ჩავიდა და არ დაბრუნებულა.

სანიტრის  საძებნად მილში ჩავიდა მისი სამი კოლეგა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინიც გაუჩინარდნენ.


4 გაუჩინარებული სანიტარის შემდეგ, უკვე სასტუმროს მომუშავე 3 ადამიანი ჩავიდა კანალიზაციაში, თუმცა, უკან არც ისინი დაბრუნებულან.


რამდენიმე საათის შემდეგ, ადგილობრივი საგანგებო სამსახურის წევრებმა საკანალიზაციო მილში აღმოაჩინეს 7 ადამიანის გვამი.


პოლიციელთა დასკვნით, ადამიანების გარდაცვალების მიზეზი გახდა, საკანალიზაციო მილში მომწამვლელი გაზის მიერ გამოწვეული დიდი წნევა.


მსგავსი მიზეზით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, 1800 ადამიანი გარდაიცვალა ინდოეთში კანალიზაციის მილების წმენდისას.