ინგლისის ერთ-ერთ კუნძულზე სამუშაოდ ეძებენ მებაღეს, რომელსაც წლიურად £28 ათასს გადაუხდიან

  • 16 ივნისი 20:53

ინგლისში, კორნუელში მდებარე სენტ-მაიკლს-მაუნთის კუნძულზე მთავარი მებაღის პოზიციაზე ვაკანსია გამოცხადდა. როგორც The Sun-ი წერს, მებაღის ხელფასი წელიწადში 28 ათასი ფუნტი სტერლინგი იქნება.

 კუნძულზე მდებარეობს შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრე და უძველესი ნავსადგური, ასევე უნიკალური მცენარეებით გაშენებული ბაღი. მებაღეს, რომელიც განაცხადების მიხედვით შეირჩევა, კუნძულზე სთავაზობენ რამდენიმე საძინებლით სახლს. 


 კუნძულზე 30 ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ყოველწლიურად იქაურობას 350 ათასამდე ტურისტი სტუმრობს.