მეგან მარკლის და პრინც ჰარის შვილის ნამდვილი ფოტო გავრცელდა

  • imedinews.ge
  • 16 ივნისი 20:27

SussexRoyal-ის ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შვილის არჩის ფოტო გავრცელდა. პრინც არჩის ფოტო, რომელიც ინტერნეტში გუშინ გავრცელდა, ყალბი აღმოჩნდა. 

 


 ფოტო მიკრობლოგ Twitter-ზე ყალბმა გვერდმა გააზიარა. SussexRoyal19 წერდა, რომ სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგიანიამ ახალშობილის მორიგი ფოტო გამოაქვეყნა. 


 


პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა პირველ შვილს სახელად არჩი დაარქვეს. მისი სრული სახელია არჩი ჰარისონ მაუნტბატენ-უინძორი.


 


პრინც ჰარის მეუღლემ მეგან მარკლმა ლონდონში პორტლენდის საავადმყოფოში იმშობიარა. წყვილს ვაჟი 6 მაისს შეეძინა. სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ არჩი საზოგადოებას 8 მაისს გააცნეს.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge