ანტალიაში საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ, თოკით დაახრჩვეს

  • newposts.ge
  • 16 ივნისი 20:08

ანტალიაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, საქართველოს მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს. მოკლული 61 წლის ქეთევან ქათამაძეა.

  არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლიდან არასასიამოვნო სუნი გამოდიოდა, რის გამოც მეზობლებმა შესაბამის სამსახურებს მიმართეს


სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები საცხოვრებელ ბინაში ფანჯრიდან შევიდნენ, სადაც ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი, სავარაუდოდ, თოკით დაახრჩვეს. მოკლული ქალბატონი ბოლო 20 წლის განმავლობაში ანტალიაში ცხოვრობდა და მუშაობდა.


    თურქეთში საქართველოს საკონსულო უკვე დაუკავშირდა გარდაცვლილის ოჯახს. მიმდინარეობს გამოძიება, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, მოკლულის ცხედარს სამშობლოში გადმოასვენებენ.

სრული ვერსიის ნახვა newposts.ge