ივანკა ტრამპმა 2018 წელს $5 მილიონი გამოიმუშავა

  • imedinews.ge
  • 16 ივნისი 18:52

37 წლის ტრამპმა, განაცხადა, რომ ივლისში მოდის ბიზნესს დახურავს, რადგან თეთრ სახლში მისი სტატუსის გამო ცნობილმა სავაჭრო ქსელებმა, მისგან ტანსაცმლის შესყიდვაზე უარი თქვეს.

აშშ-ის პრეზიდენტის შვილმა ივანკმა ტრამპმა 2018 წელს მამის სასტუმროში ინვესტირებით $4 მილიონი გამოიმუშავა.


Bloomberg-ის ცნობით, სასტუმრო ვაშინგტონში მდებარეობს. ივანკამ დაახლოებით $1 მილიონი იშოვა ბრენდული ტანსაცმლის და სამკაულების წარმოებიდან. 


ის და მისი მეუღლე, ჯარე კუშნერი დონალდ ტრამპის მრჩევლები არიან, მათი შემოსავალი 28,8 მლნ დოლარზე მეტია.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge