კაროლინ ვოზნიაცკიმ ამერიკელ კალათბურთელზე იქორწინა

  • 16 ივნისი 18:43

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, კაროლინ ვოზნიაცკიმ ოფიციალურად დააკანონა ურთიერთობა NBA-ის ყოფილ კალათბურთელთან დევიდ ლისთან.

 საქორწინო ცერემონია ტოსკანას ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა.


ცერემონიას 120 სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის, სერენა უილიამსი ქმართან ერთად (ამერიკელი ჩოგბურთელი პატარძლის მეჯვარე იყო), გერმანელი ჩოგბურთელი ანჟელიკ კერბერი, კალათბურთელები პაუ გასოლი და ჰარისონ ბარნსი.