ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ჰომოფობია დანაშაულად გამოაცხადა

  • 16 ივნისი 17:45

ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ჰომოფობია დანაშაულად ოფიციალურად გამოაცხადა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

11-დან 8 მოსამართლემ მხარი დაუჭირა იმას, რომ ჰომო და ტრანსსექსუალებისადმი მტრული დამოკიდებულება რასიზმის მსგავსად, სისხლის სამართლის დანაშაულად შეფასდეს. ბრაზილიაში რასიზმის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე პატიმრობით ან ჯარიმით ისჯება. 


მედიის ცნობით, ბოლო წლებში ჰომოფობიის მაჩვენებელი გაიზარდა. ორგანიზაცია Grupo Gay de Bahia-ს ცნობით, მხოლოდ 2017 წელს ბრაზილიაში ჰომოფობიის ნიადაგზე 387 მკვლელობა მოხდა, რაც 2016 წლის მაჩვენებელს 30%-ით აღემატება.