რომელ სასმელს ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში

  • imedinews.ge
  • 16 ივნისი 17:33

ქართველებისთვის ჩაი ერთ-ერთი საყვარელი ცხელი სასმელია და ჩვენს ქვეყანაში მისი პოპულარობა ყავისას ნამდვილად არ ჩამოუვარდება.

 „აიფიემ მარკეტ ინტელიჯენსკაუკასუსმა“ ქვეყნის მასშტაბით 1200 რესპონდენტის გამოკითხვით დაადგინა, რომ ადამიანების 82% კვირაში ერთხელ მაინც მიირთმევს ჩაის. მაშინ, როცა ყავას იგივე ინტენსივობით, გამოკითხულთა 81% სვამს. 


 


როგორც აღმოჩნდა, გამოკითხული ქალებიდან უფრო მეტი სვამს ჩაის, ვიდრე კაცი რესპონდენტებიდან. კერძოდ, ჩაის ყოველდღიურად სვამს ქალების 55% და კაცების 49%. ჩაის სმაში კაცები ყველაზე დიდ დროს 55-64 წლის ასაკში ატარებენ, ქალები კი იგივე აქტივობაში ყველაზე დიდ დროს 45-54 წლის ასაკში ხარჯავენ

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge