ლევან აკინი IndieWire-ის 25 საუკეთესო LGBTQ რეჟისორს შორის მოხვდა

  • cinemania.adjara.com
  • 16 ივნისი 17:29

And Then We Danced-ის რეჟისორი, ლევან აკინი ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ონლაინ სააგენტო IndieWire-მ 25 საუკეთესო LGBTQ რეჟისორს შორის დაასახელა.

სიაში ის რეჟისორები მოხვდნენ, რომლებმაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვიარ თემატიკის ფილმი შექმნეს.


ლევანის ფილმის პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში Director’s Fortnight შედგა და კრიტიკოსებისა, თუ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.


აღსანიშნავია, რომ სურათი, ლევან გელბახიანისა და ბაჩი ვალიშვილის მონაწილეობით, ფესტივალის განმავლობაში ნაჩვენებ ფილმებს შორის კინოკრიტიკოსთა შეფასებშიც ერთ-ერთი მოწინავეა და საუკეთსო ათეულში შედის. ამით ის უსწრებს ისეთი რეჟისორების ნამუშერებს, როგორებიცაა კვენტინ ტარანტინო, კენ ლოუჩი და სხვები.


გარდა ამისა, ქართულ-შვედური ფილმის And Then We Danced-ის ჩვენების უფლება უკვე 20-ზე მეტმა ქვეყანამ შეიძინა.


რაც შეეხება მთავარი როლის შემსრულებელ ლევან გელბხიანს, ის ჯერ ამერიკულმა ჟურნალმა შეიყვანა კანის 15 ვარსკვლავს შორის, შემდეგ კი ერთ-ერთმა ფრანგულმა გამოცემამ ფესტივალის აღმოჩენად დაასახელა.

სრული ვერსიის ნახვა cinemania.adjara.com