პოლიციამ მთავრობის კანცელარიასთან კონტრაქციის მონაწილე სულ 8 პირი დააკავა

  • pia.ge
  • 14 ივნისი 21:49

საპატრულო პოლიციამ მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე კიდევ 1
მოქალაქე დააკავა, რომელიც ასევე კონტრაქციის მონაწილეა. 

აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, აღნიშნული პირი, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ აქციის წევრებს, რომლებსაც ასევე ესროლა კვერცხები.

სამართალდამცველების მოთხოვნის მიუხედავად დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი,
იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით (პოლიციისადმი
დაუმორჩილებლობა) პოლიციამ ის ადგილზე დააკავა.

დღეს, კანცელარიასთან მიმდინარე აქციის დროს, პოლიციამ სულ 8 პირი
დააკავა. ყველა დაკავებული გადაყვანილი არის პოლიციის განყოფილებაში და
მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge