ქართული სტარტაპი 500,000 დოლარის მოსაპოვებად იბრძოლებს

  • pia.ge
  • 14 ივნისი 15:42

საქართველოში გლობალური სტარტაპ კონკურსი „Seedstars თბილისი 2019“ ჩატარდება.

ღონისძიებას სათავეში ორგანიზაცია SeedstarsWorld-ი უდგას, რომელიც სტარტაპ კონკურსის მეშვეობით მსოფლიოს 75 ქვეყანაში  ტალანტებს ეძებს და მხარს უჭერს ინოვაცუური მეწარმეობის გავითარებას.

Seedstars თბილისი 2019- ის კონკურსის ფარგლებში 20 სტარტაპი შეირჩევა. იდეის ავტორები სტარტაპ კონცეფციების მოსამზადებლად ტრენინგებს მოწვეული მენტორების დახმარებით გაივლიან. გამარჯვებული კომპეტენტური ჟიურის მიერ  8 საუკეთესო სტარტაპიდან გამოვლინდება, რომელიც საქართველოს შვეიცარიაში, გლობალურ Seeedstars სამიტზე წარადგენს. სამიტის გამარჯვებულს კი  ინვესტიციის სახით მთავარი პრიზი 500 000 აშშ დოლარი გადაეცემა.

კონკურსი „Seedstars თბილისი 2019“-ი 30 ივნისს სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ ალიანს ჯგუფის, ვენჩორული კაპიტალის ასოციაციის, USAID-ის პროექტ „მმართველობა განვითარებისთვის“ G4G-ის, ასევე,  „საპარტნიორო ფონდის“ და მისი შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართება.  

გლობალური სტარტაპ კონკურსი Seedstars 2019 საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება.  ქართულ ინოვაციურ სტარტაპებს შესაძლებლობა აქვთ წელსაც გახდნენ Seedstars - ის გაერთიანების წევრი და იბრძოლონ მთავარი პრიზისთვის.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge