ნინოწმინდელი ახალგაზრდა მდინარე ვოლგაში დაიხრჩო

  • pia.ge
  • 13 ივნისი 18:19

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხეს მკვიდრი 17 წლის ტ.ი. რუსეთში, მდინარე ვოლგაში მეგობრის ძმის გადარჩენის მცდელობის დროს დაიხრჩო. ინფორმაციას nor.ge ავრცელებს.

შემთხვევა 10 ივნისს მოხდა. თვითმხილველების თქმით, იმ ტერიტორიაზე ბანაობა აკრძალული იყო, თუმცა ახალგაზრდა ბიჭები მდინარეში მაინც შევიდნენ.


რუსული და სომხური მედია წერს, რომ ნინოწმინდელი ბიჭის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან 30 მეტრში იპოვეს.


„ორი ბიჭი წყალში იყო, ერთ-ერთმა ჩაძირვა დაიწყო, მეორეს შეეშინდა და ნაპირზე გამოვიდა. დასახმარებლად ტ.ი. წყალში შევიდა, თუმცა გამოსვლა ვეღარ შეძლო და დაიხრჩო“, - იხსენებს ერთ-ერთი თვითმხილველი.


ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი უკვე გადმოასვენეს მშობლიურ სოფელში. ოჯახი ბოლო ათი წელია რუსეთში ცხოვრობს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge