მიხეილ ცაგარელის 13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

  • fortuna.ge
  • 13 ივნისი 10:15

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:00-დან 09:00 საათამდე, როცა მთვარის ნეგატიური ენერგიის გავლენით განსაკუთრებით მოდუნდება ყურადღება.

მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა თავიდან აიცილონ სახიფათო და ავარიული სიტუაციები.


პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ავტომობილის და ანტიკვარული ნივთების შესაძენად, სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, გეგმების დასასახად და ახალი პროექტებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად. არ ღირს მოგზაურობა და საცხოვრებლის შეცვლა, ოფიციალური დოკუმენტების გაფორმება და სესხის აღება.


ჯანმრთელობა – მიირთვით მეტი წყალი, ხილი და ბოსტნეული. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად.


დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი და შავი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი და ქრიზოპრაზი, იასპი და ობსიდიანი გააძლიერებენ თქვენს შარმს და გაზრდიან წარმატების შანსებს.


ზოდიაქოს ნიშნები – სასიკეთო დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, შედარებით დაძაბული იქნება დღე ვერძისა და ტყუპებისთვის.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge