პირველკლასელთა საბუთების მიღება დღეს იწყება

  • pia.ge
  • 13 ივნისი 10:11

2019-2020 სასწავლო წლისათვის საჯარო სკოლაში პირველკლასელთა რეგისტრაცია 4 ეტაპად მიმდინარეობს.

დღეს იწყება მე-3 ეტაპი მეორე ნაწილი, რომელიც 21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენას გულისხმობს. III ნაწილის პირველ ეტაპზე, რომელიც 21 მაისს დაიწყო და 12 ივნისამდე გაგრძელდა მოხდა პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია. 

IV ეტაპი 25 ივნისიდან - 5 ივლისის ჩათვლით მოხდება, რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, წინა ეტაპებზე დარჩენილ თავისუფალ ან გამოთავისუფლებულ ადგილებზე, იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე.

რაც შეეხება I ეტაპს, ის 25 მარტიდან - 5 აპრილის ჩათვლით განხორციელდა, ამ დროს მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები დარეგისტრირდნენ.


II ეტაპზე, რომელიც 2 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით მოხდა,სკოლებში ის ბავშვები დარეგისტრირდნენ, რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

 

2019-2020 სასწავლო წელს, პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელია იმ ბავშვებისათვის, რომელთაც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებისთვის შესრულებული აქვთ 6 წელი და მათი ასაკი არ აღემატება 10 წელს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge